თეგებით ძიება
01. 04. 2016 News-ები

თურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში ავტოსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ავტოსადგურთან პოლიციელებმა გაიარეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებსაც საავადმყოფოებში გადაჰყავთ დაჭრილები, რომელთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად პოლიციელებიც არიან. აფეთქებას 4 პოლიციელი ემსხვერპლა

"CNN თურკ"-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანია დაშავებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა