თეგებით ძიება
02. 04. 2016 News-ები

საქართველოს დღეს ევროკომისარი ეწვია

საქართველოს დღეს ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.

ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა