თეგებით ძიება
03. 04. 2016 News-ები

ეროვნულმა ფორუმი კოალიციას ტოვებს

ეროვნულმა ფორუმი კოალიციას ტოვებს. გადაწყვეტილება პარტიამ დღეს გამართულ ყრილობაზე მიიღო. 561-ი დელეგატიდან მხოლოდ 10-მა არ დაუჭირა მხარი ასევე არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას. ორივე საკითხი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა.

“ ეროვნული ფორუმის ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი ფუნქცია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ კოალიცია და არჩევნებში მივიღოთ დამოუკიდებლად მონაწილეობა. უმრავლესობის დატოვებას როცა ჩვენ ხვალ გამოვაცხადებთ, თუ ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას , რა თქმა უნდა მე იმავე დღეს მივიღებ გადაწყვეტილებას და გადავდგები „ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრმა გუბაზ სანიკიძემ.

ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრის ანი მიროტაძის თქმით, ვისაც აქვს დაკავებული პოზიცია უმრავლესობის ფორმატში ისიც დატოვებს თანამდებობას.

“ არჩევნებზე გავიდეთ თუ არა დამოუკიდებლად, დელეგატების 96-მა პროცენტმა უპასუხა, რომ უნდა გავიდეთ დამოუკიდებლად და მეორე კითხვა დავსვით უნდა დავტოვოთ თუ არა კოალიცია ახლავე, დელეგატების 98-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ახლავე. თუ ჩვენ გავედით უმრავლესობიდან ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ გუბაზ სანიკიძე არამედ ვისაც აქვს დაკავებული პოზიცია უმრავლესობის ფორმატში ისიც დატოვებს თანამდებობას“ - განაცხადა მიროტაძემ.

ავტორი: სალობე ბოკუჩავა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა