თეგებით ძიება
http://vodstream.rustavi2.com/vodr2live/_definst_/news%20portal/2016/Ivnisi/15/kvirika%20rusetze.mp4/chunklist_w1030631879.m3u8
15. 06. 2016 News-ები

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანია ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება, პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა,"- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო კონსტრუქციულ მიდგომაზეა გადასული.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად კონსტრუქციულია, რომ მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა