თეგებით ძიება
16. 06. 2016 News-ები

ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და ასევე უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა