თეგებით ძიება
http://vodstream.rustavi2.com/vodr2live/_definst_/news%20portal/2016/Ivnisi/17/3%20margvela%20tsushi.mp4/chunklist_w980772422.m3u8
17. 06. 2016 News-ები

გიორგი მარგველაშვილი პრო რუსი პოლიტიკსოების პარლამენტში მოხვედრას არ გამორიცხავს

გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა. პრეზიდენტმა სტუდენტებს საჯარო ლექციაც წაუკითხა თემაზე დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

სტუდენტებმა პრეზიდენტს კითხვები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ წავლენ არჩევნებზე, ან მათ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცენ ხმა. თითოეული ამომრჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, არ ეგონოს, რომ რაიმენაირად არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. თითოეული ხმა, რომელიც არ იქნება დაფიქსირებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ფიქსირდება თავისუფლების წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ევროსკეპტიკური პოზიციები. მისი ვარაუდით, მსგავსი დამოკიდებულების პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოებშიც იქნებიან. მისვე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს ამ მიმართულებით ჩატარებული გამოკითხვები აძლევს.

"პრო რუსული ან ევრო სკეპტიკური, ევროატლანტიკურ სკეპტიკური პოზიციები ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არის, მე ვვარაუდობ, რომ ასეთი პოლიტიკოსები იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა