თეგებით ძიება
17. 06. 2016 News-ები

"გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის

ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, "გაზპრომსა" და ქართულ კომპანია "გაზკოს" შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება. ამასთან, ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ეს არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც სახელმწიფო ჩართული არ არის და ის არც იმ ადამიანებს იცნობს, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"მეც ეს ყველაფერი შევიტყვე ღია საინფორმაციო წყაროებიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები - მე პირადად არ ვარ ჩართული, მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული. რაც შეეხება საფრთხეებს, ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს; მიზნები არ ვიცით; არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს საჭიროებებს "სოკარისგან" მოწოდებული გაზი სრულად აკმაყოფილებს.

"დღეს "სოკარი" არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჩვენი მოთხოვნები სრულად დაფარა. საქართველოს მოთხოვნები სრულად არის დაფარული",- დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართულო კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.
კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა