თეგებით ძიება
http://vodstream.rustavi2.com/vodr2live/_definst_/news%20portal/2016/Ivnisi/17/12%20nadirashvili.mp4/chunklist_w979019636.m3u8
17. 06. 2016 News-ები

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს KALA KAPITAL LIMITED-სგან თანხა ჩაერიცხათ

კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების - გიორგი გიგაურის და ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშებზე რუსულ ალფა-ბანკში გარკვეული თანხა ჩაირიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ავრცელებენ. პარტიაში სპეციალური ბრიფინგი გამართეს და ალფა ბანკის ოფიციალური დოკუმენტები გაასაჯაროვეს.

როგორც ალფა-ბანკის წერილშია მითითებული, ვლადიმერ გეგეშიძისთვის 17 მაისს ფიქსირდება თანხის ორჯერ ჩარიცხვა, ერთხელ 16:08 საათზე KALA KAPITAL LIMITED-ისგან 15 ათასი დოლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან გადარიუცხული 10 ათასი ლარის ოდენობით 17:54 საათზე ფიქსირდება.

ასევე ალფა-ბანკის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, KALA KAPITAL LIMITED-ისგან 18: 37 საათზე გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 ათასი დოლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა