თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/w8r0mnyi0h9au1jsdtqr8ryw8v9k9m3h.mp4
25. 06. 2016 News-ები

ლარის გაუფასურება მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას უკავშირებს ლარის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ევროს დასუსტებამ განაპირობა.

მინისტრმა მოსახლეობას კონვერტაციისთვის რჩევებიც მისცა.

„ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა