თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/ti3ztajuk7ygp512ocdhgpno0koy1d3q.mp4
26. 06. 2016 News-ები

მამა გაბრიელ კახელიშვილი პოლიციელებს მის ცემაში ადანაშაულებს

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით მამაომ ავტომობილი გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა.

მამა გაბრიელ კახელიშვილი ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა საიდანაც შსს-ს ინფორმაციით ის ხელწერილით გათავისუფლდა.

სამართალდამცავი უწყება ასევე განმარტავს, რომ სასულიერო პირი ნასვამი იყო, რის გამოც მას პატრულმა სახლში გადაყვანა შესთავაზა, რასაც შსს-ს განმარტებით, მღვდლის მხრიდან აგრესული ქმედება მოჰყვა. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ მღვდელმა თვითდაზიანებები მიიყენა და მათ ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვთ, რომლის გადაგზავნასაც უწყება საპატრიარქოსთვის გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია როდის იმსჯელებს მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა