თეგებით ძიება
26. 06. 2016 News-ები

ტესტი: ვინ ხართ თქვენ ოპტიმისტი, პესიმისტი თუ რეალისტი?

ტესტი: ვინ ხართ თქვენ ოპტიმისტი, პესიმისტი თუ რეალისტი?
კითხვაზე უპასუხეთ \'\'დიახ\'\' ან \'\'არა\'\'
1. გიყვართ მოგზაურობა?
2. ისწავლიდით რაიმე ახალს?
3. ხშირად იღებთ საძილე აბებს, ან თუნდაც დამამშვიდებლებს?
4. მოგწონთ სტუმრად ვიზიტი ან სტუმრების მიღება?
5. ხშირად ხვდებით თუ რა პრობლემა შეიძლება დაგატყდეთ თავს?
6. თვლით, რომ თქვენმა მეგობრებმა უფრო მეტს მიაღწიეს, ვიდრე თქვენ?
7. არსებობს თქვენს ცხოვრებაში რაიმე სპორტული აქტივობა?
8. თვლით, რომ ცხოვრება არასწორად გექცევათ?
9. გაწუხებთ თქვენ შესაძლებელი ეკოლოგიური კატასტროფა?
10. ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მეცნიერულ პროგრესს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე კარგი?
11. წარმატებით აირჩიეთ თქვენი პროფესია?
12. თქვენ დააზღვიეთ თქვენი ქონება?
13. გადახვიდოდით სხვა ქალაქში საცხოვრებლად თუ იცით, რომ იქ კარგი სამსახური გექნებათ?
14. ხართ კმაყოფილი თქვენი გარეგნობით?
15. ხშირად გაწუხებთ უგუნებობა?
16. ადვილად პოულობთ ადგილს უცხო გარემოში?
17. გთვლიან გარშემომყოფები ენერგიულ ადამიანად?
18. გჯერათ უანგარო მეგობრობის?
19. არსებობს თქვენთვის ბედნიერი ნიშნები მაგალითად რაიმე ციფრი?
20 გჯერათ, რომ ყველა თვითონ ჭედს თავის ბედს?

დაითვალეთ ქულები:
პასუხი \'\'დიახ\'\' კითხვებზე 1, 2, 4, 7, 11 და 13—20 დაიწერეთ 1 ქულა, პასუხზე \'\'არა\'\' დაიწერეთ-0 ქულა
პასუხი \'\'დიახ\'\' კითხვებზე 3, 5, 6, 8, 9, 10, 12 დაიწერეთ 0 ქულა და პასუხზე \'\'არა\'\'-1 ქულა.

შედეგები:
0-4 ქულა: როგორც ჩანს ცხოვრებამ დიდი ტკივილი მოგაყენათ და თქვენ მისგან კარგს არაფერს ელით. საკუთარი თავის მიმართ შეცოდება და სხვა ადამიანების უნდობლობა ხელს გიშლით ბედნიერ ცხოვრებაში. იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ ისწავლეთ მცირე დეტალებით დატკბობა.

5-9 ქულა: შინაგანად თქვენ ხართ მხიარული ადამიანი, მაგრამ ცხოვრებაში კარგავთ ოპტიმიზმის დიდ ნაწილს. თქვენი ქმედებები არ არის მიმართული მიზნების განხორციელებისთვის, თქვენ უბრალოდ ცდილობთ ამით წარუმატებლობას გაექცეთ. ამის გამო თვლით, რომ არც თუ ისე ბევრს მიაღწიეთ ცხოვრებაში. როდესაც უსიამოვნებას ელოდებით ისინი ყოველთვის გეწვევიან. ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ შეცვალოთ დამოკიდებულება.

10-14 ქულა: თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კარგად აფასებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს. შეგიძლიათ დაისახოთ რეალური მიზნები და იბრძოლოთ მათ მისაღწევათ. ნათლად ხედავთ ცხოვრების ბნელ მხარეებს. მეგობრები და ახლობლები თქვენ გეყრდნობიან, რადგან შეგიძლიათ მათი დამშვიდება და გასაჭირში დახმარება.

15-18 ქულა: თქვენ ხართ სავსე სიცოცხლისუნარიანობითა და ოპტიმიზმით, ყოვლეთვის შეგიძლიათ მოვლენებსა და ადამიანებში ნათელი მხარეების დანახვა. გულგატეხილობა თქვენთვის უცხოა.

19-20 ქულა: თქვენი ოპტიმიზმი უსასრულოდ გრძელდება, თქვენთვის უბრალოდ არ არსებობს უსიამოვნებები, თქვენ მიისწრაფით, რომ შეხვდეთ ბედნიერებას, მაგარამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ ცხოვრებაში ყოველთვის ნათელი წუთები ვერ იქნება.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა