თეგებით ძიება
26. 06. 2016 News-ები

მაგდა პაპიძის დედის აღიარება -"ეგ ნაძირალა"

მაგდა პაპიძის და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს :
მე მაგდას და ოთოს ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. იცით, რომ თურქეთში ვმუშაობ. როდესაც ჩამოვდიოდი მაგდასგან არ მიგვრძნია, რომ მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. თუ დედამთილმა ამის შესახებ რამე იცოდა, ეთქვა და იქნება დავლაპარაკებოდი ჩემს შვილს და გამომესწორებინა ეს ყველაფერი. თურმე ამას სცოდნია და მალავდა. ხომ შეიძლებოდა გზაზე დაგვეყენებინა ეს ბავშვი და არ დანგრეულიყო ოჯახი, ეს საშინელება არ მომხდარიყო. კიდევ ვამბობ, მე არაფერი ვიცოდი, არც ლანამ იცოდა, თორემ მაგდას არ აპატიებდა. ისე ღრმად მწამს, რომ ოთო ბერძენიშვილი მკვლელობასთან არაფერ შუაშია. არც იმის შესახებ მსმენია, რომ ეს პიროვნება იყო მაგდას და ომარის ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზი. ომარის, რომ ეს გაეგო ამას არ აპატიებდა. ჩემთვის ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი. მე რომ მცოდნოდა, ქმარიც ჰყავდა და მეგობარი მამაკაციც, თავს მოვაჭრიდი, მაგრამ ხომ არის რაღაც მიზეზი რის გამოც ვთქვათ და უღალატა. მე როგორც ვიცი ომარის სიმთვრალეში ბევრი ეშლებოდა. ემოციური და ფიცხი ბიჭი იყო. მათი კამათი უკავშირდებოდა იმას, რომ ომარის სახლიდან ოქრო და ფული გაჰქონდა, სად მიჰქონდა არავინ იცის. მაგდა ამბობდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ომარისთან ორი პირი მოსულა და სახლიდან გაუყვანიათ, რომ დაბრუნებულა სახეზე ფერი არ ედოო. მე ეს ამბავიც არ ვიცოდი.
რაც შეეხება მეზობლების ჩვენებებს, ეხლა გახდა მაგდა ცუდი დედა? მანამდე ამბობდნენ, რომ კარგი დედა იყო. ლილიც მანამდე ამბობდა, რომ კარგი დედა იყო, ძალიან კარგად უვლიდა ქმარ-შვილს. ესე იგი რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რომ თანგრძნობა მისგან ეგრძნო. ამ ბიჭს (ოთო ბერძენიშვილი) რა შეეშალა იცი? თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცი და არაადამიანია?


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა