თეგებით ძიება
27. 06. 2016 News-ები

პრეზიდენტი სამხედრო სავალდებულო სამსახურზე ხიდაშელის გადაწყვეტილებას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად.

“აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერმინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე უშიშროების საბჭოში,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით ის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ყოფილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა