ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა
ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა ანა დოლიძე საპარლამენტო მდივნის ფუნქციას დღეიდან შეასრულებს და სწორედ ის წაუძღვება პარლამენტში პრეზიდენტის სახელით იმ მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის პროცესს, რომელთა დამტკიცებაზე საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტს უარი უთხრა.
„მოხდა ისე რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატები. ეს არის განსაკუთრებით პრობლემური საკითხი, რადგან ჩემს მიერ წარდგენილები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები და ამასთანავე განსაკუთრებით რთული ვითარებაა უზენაეს სასამართლოში, სადაც სისხლის სამართლის კოლეგია ვერ ფუნქციონირებს, რადგან მოსამართლეები არ არიან,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც დღეს თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ წარუდგინა პარლამენტს და მხარდაჭერა სთხოვა.
rustavi2.com