თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/mctbhfz7u4p86901yno5v5p0vpgwflm9.mp4
27. 06. 2016 News-ები

თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება. ეს იქნება შენობა, რომელიც დედაქალაქში ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება.

ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა მგზავრების გაზრდილმა ნაკადმა გამოიწვია. მშენებლობის დაწყების ცერემონიას მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პრემიერმინისტრმა მშენებლობას საფუძველი TAV GEORGIA-ს ხელმძღვანელობასთან ერთად ჩაუყარა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

„ერთი წლის თავზე ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს განახლებული ინფრასტრუქტურა და ასევე იმაზე ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ვიწყებთ მოფრენის ტერმინალის მშენებლობას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრების ნაკადმა მილიონ 800 ათასს გადააჭარბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა