მაგდა პაპიძის აღიარება! სკანდალური საქმის უახლესი დეტალები
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე აღიარებს, რომ სექსუალური კავშირი ქონდა ოთარ ბერძენიშვილთან, თუმცა ამტკიცებს, რომ მას ოთარი არ უყვარდა და სექსუალური კავშირი მხოლოდ ორჯერ დაამყარა მასთნ. ასევე ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით ბოლო თვეებში, სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.
"მე არ ვიცი თქვენ რას ეძახით სიყვარულს, მაგრამ ჩემთვის ეს ის არ ყოფილა" - ამბობს ბრალდებული და აღნიშნავს,რომ ბოლო პერიოდში ქმართან არანაირი სექსუალური კონტაკტი არ ქონია, რადგანაც ურთიერთობა დაეძაბათ, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ომარი გაიგებდა ღალატის ამბავს ისინი უბრალოდ გაშორდებოდნენ
ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის