გიორგი გაბუნია ცირა კობიაშვილზე - „რღმად და მყარად მკიდია“
სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნია ცირა კობიაშვილზე პოსტს აქვეყნებს :
„ცირა მეჩხუბა - ყველა სხვა მენტორმა დადო თავისი კონკურსანტის მხარდასაჭერი სტატუსი და შენ რას მიკეთებო? ავუხსენი, რომ ცხოვრებაში, მგონი, სულ ორი სტატუსი მაქვს დაწერილი და სოციალურ ქსელში აქტიურობა ღრმად და მყარად მკიდია. მაგრამ არ მინდა, ფინალის წინ ზედმეტად ვანერვიულო ჩემი გოგო 18 წლიდან, ამიტომ მეც ვდებ: იქს-ფაქტორი 2016-ის ბოლო კონცერტამდე საათები რჩება! ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი ცირა ფინალშია! და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამარჯვებაც უნდა! დახმარების მსურველებს გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე - 0 903 300 303. ერთად გადავარჩინოთ პატარა ცირა. დიდი მადლობა“-წერს გიორგი გაბუნია ფეისბუკის პირად გვერდზე.
ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის