თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/xyp5bl4oy5nfk8f7ykd3vucbn9ik88qd.mp4
08. 07. 2016 News-ები

ომბუდსმენის რეკომენდაციები პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდა

უჩა ნანუაშვილის ანგარიში - სახალხო დამცველი მის რამდენიმე რეკომენდაციას ასახელებს, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. უჩა ნანუაშვილმა განცხადება სახალხო დამცველის ოფისში გააკეთა.

ნანუაშვილი რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, რომელთა შესახებ რეკომენდაციები არ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებაში. ერთერთი მათგანია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ეფექტური გამოძიება.

ასევე, ომბუდსმენის თქმით, დადგენილებაში არ არის ნათქვამი იმ რეკომენდაციების შესახებაც, რომელიც სახალხო დამცველმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამოძიების შესახებ წარადგინა.

„დადგენილებაში არ ასახულა რეკომენდაცია ინტერნეტსიცვრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე, ეფექტიანი გამოძების წარმართვის, უმოკლეს ვადებში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე. ასევე არ არის დადგენილებაში ნათქვამი ჩვენი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის პარლამენტარების მიმართ, ძალადობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე,“ - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა