თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/b5rsrtu91ze9womuzlplj7opmnww26p1.mp4
09. 07. 2016 News-ები

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით არჩევნები მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში არჩევნების თემასთან დაკავშირებული ჩანაწერი შეაფასა.

განცხადებაში ალიანსი გამოთქვამს იმედს, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოში მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება.

„ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან ნატო-ში და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გაერთიანებას ნატო-ში, ერთიანდებიან არა მარტო სამხედრო და დაცულობის თვალსაზრისით, არამედ ერთიანდებიან იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები. ამ თვალსაზრისით არჩევნები, ბუნებრივია, არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა