თეგებით ძიება
19. 07. 2016 News-ები

ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიმართვას ავრცელებს. ვანო მერაბიშვილის წერილი სოციალურ ქსელში მისი პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

ყოფილი მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საკუთარი მინისტრობისდროინდელ და დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს.

”ორი წლის წინ, როდესაც სტრასბურგის სარჩელს ვამზადებდით, მშვენივრად მესმოდა, რომ მე-18 მუხლის დარღვევის გასაჩივრება ძალიან სარისკო იყო. ვიცოდი, რომ ამ მუხლის მოგება ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე არ მიყოყმანია, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მე ან გავიმარჯვებდი და ამით ყველა შეკითხვაზე მექნებოდა პასუხი გაცემული, ან წავაგებდი და მარცხს შევეგუებოდი.

"მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, დაემორჩილოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ მე-18 მუხლის წაგების შემდეგ, ანუ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტრასბურგის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს. სამწუხაროა ის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში,” - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა