თეგებით ძიება
20. 07. 2016 News-ები

ე.წ .ოცნების ქალაქში ლევან ვარშალომიძის მისვლას ხმაური მოჰყვა

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ე.წ.ოცნების ქალაქში მისვლას ხმაური მოჰყვა.
თვითნებურად შესახლებულებიდან ერთ-ერთის ნარგიზ დიასამიძის განცხადებით, ოთხი წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" მათი მდგომარეობა არ მოუკითხავს, ახლა კი საარჩევნოდ მათი ხმების მოპოვება სურთ.
ლევან ვარშალომიძემ ახალი საარჩევნო პროგრამის - სოციალური სახლების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინდივიდუალური ხელშეკრულებები, ხმაურის მიუხედავად, ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილთან მაინც გააფორმა.
ე.წ.ოცნების ქალაქში ლევან ვარშალომიძის მისვლასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მომუშავე მედია ინფორმირებული არ ყოფილა.
აღნიშნული ფოტო "ინტერპრესნიუსს" ე.წ .ოცნების ქალაქის დასახლებაში მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა