თეგებით ძიება
22. 07. 2016 News-ები

ლაგოდეხის რაიონში მესაქონლე დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში. მესაქონლე ნამიგ ალმარდანოვს მისთვის უცნობი ორი თავდამსხმელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა.

როგორც დაზარალებული ყვება, მას უცნობმა პირმა ტელეფონზე დაურეკა და საქონლის ყიდვა შესთავაზა, რის შემდეგაც სოფლიდან 1 კილომეტრის დაშორებით გაიტყუა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციამ თანხა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა