თეგებით ძიება
http://video.ambebi.ge/files-4/2016/08-01/tvitmfrinav.mp4
01. 08. 2016 News-ები

სირიაში რუსული ვერტმფრენი “მი-8” ჩამოაგდეს

სირიის პროვინცია იდლიბში რუსული ვერტმფრენი “მი-8” ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს , როდესაც ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.
”ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი. რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბედი ახლა ზუსტდება”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა