თეგებით ძიება
01. 08. 2016 News-ები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლაპარაკი: 6 მარტივი რჩევა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლაპარაკი: 6 მარტივი რჩევა

1. მაშინაც კი, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვი ვერფერს ვერ ხვდება, დაბადებიდანვე ესაუბრეთ მას. დაე მან მოუსმინოს თქვენს მეტყველებას, ინტონაციას და შეიგრძნოს ემოციები. ესაუბრეთ მას და აუღწერეთ ყველა თქვენი მოქმედება.

2. ძალიან სასარგებლოა ბავშვის ყურისთვის მოისმინოს გარემოს ხმები დედის ინტერპრეტაციით. წვიმის წვეთების ხმა \'\'წკაპ-წკუპ\'\', კატის კნავილი \'\'მიაუ\'\' და ა.შ.

3. როდესაც ბავშვს ესაუბრებით ეცადეთ მას უყუროთ, რათა დაინახოს თქვენი მიმიკა, მოძრაობა, ღიმილი. წარმოთქვით სხვადასხვა ბგერები და აჩვენეთ, როგორ გეხმარებათ ამაში ენა, ტუჩები, კბილები.

4. შესთავაზეთ ბავშვს ითამაშოთ პატარა ნივთებით: მარცვლეული, ლობიო, ღილები, მძივები და ა.შ. გარდა ამისა, ერთად ააშენეთ ქვიშის ციხე-სიმაგრეები. მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაკეთდეს, რადგან ბავშვმა პირში არაფერი ჩაიდოს.

5. კარგი იქნება, თუ მისთვის წაკითხული ზღაპრის პერსონაჟების გამოთქმებს სხვადასხვანაირად გაახმოვანებთ.

6. ასწავლეთ ბავშვს ლაპარაკი თხოვნით: \'\'აბა თქვი დედა და მამა\'\' ხშირად დაუსვით კითხვები და დაელოდეთ პასუხს ეს შესაძლოა არ იყოს სიტყვებით მიღებული პასუხი, მაგრამ ის თავის სათქმელს ემოციით გამოხატავს. ბავშვმა დიალოგის მონაწილედ უნდა ჩათვალოს თავი.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა