თეგებით ძიება
02. 08. 2016 News-ები

საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო

ქვორუმის უქონლობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეებს დამატებით ეცნობებათ აღნიშნული სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა N740-ე და N764-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე - „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარსებობის გამო“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
მხარეები პროცესის დაწყებას საათნახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა