თეგებით ძიება
09. 08. 2016 News-ები

ყოველწლიური საჩუქარი თუ ამომრჩევლის მოსყიდვა

6 აგვისტოს შუამთის დღესასწაულზე ახლადდაქორწინებულებისათვის ოქროს ბეჭდის გადაცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევენ და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

რამდენიმე წუთის წინ განმარტებები საჩუქართან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ ეს არის ტრადიცია და აღნიშნული თანხები ბიუჯეტში არის გაწერილი.

როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, ახლადდაქორწინებულებს შუამთობის დღესასწაულზე ყოველთვის ასაჩუქრებენ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ფიქრობენ, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მომხდარის შესწავლას აუდიტის სამსახური აწარმოებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი სცდება ცესკოს კომპეტენციას. შესაბამისად, მომხდარზე რეაგირებას არ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ საჩუქარი ახლადდაქორწინებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გადასცეს.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა