თეგებით ძიება
09. 08. 2016 News-ები

არეშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას აანონსებს

ექსპერტი მამუკა არეშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს რიგითმა თანამშრომლებმა გაავრცელეს.

„არ ვიცი, კონკრეტულად რომელ მოსამართლეებზეა ლაპარაკი, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ეს არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს რიგითი თანამშრომლებიდან გავრცელებული ინფორმაცია.

არ შემიძლია, ხელაღებით დავადო ხელი, რასაკვირველია, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ტიპის მასალები ბევრ ადამიანს აქვს გატანილი საქართველოდან“, - აღნიშნა არეშიძემ.

მისი ვარაუდით, კადრების გავრცელება, შესაძლოა, უცხოეთიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკვეთით მოხდეს.

„ვფიქრობ მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულნი. ამასთან, უფრო უარესი, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ მოლაპარაკებებში თავად პაპუაშვილი მონაწილეობდა. ვგულისხმობ, მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ამის არ მჯერა, ვინაიდან, არა მგონია, ამხელა თანამდებობის პირი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. თუმცა, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე ნამდვილად მოვიდა. ამ ვიდეოების შესაძლო გავრცელება არ ნიშნავს შანტაჟს, ეს შეიძლება იყოს მაკომპრომიტირებული მასალა, რომელიმე ძალის ხელში და ამ შემთხვევაში ეს ძალა შეიძლება ყოფილი ხელისფულება იყო“, - განაცხადა არეშიძემ.

news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა