თეგებით ძიება
09. 08. 2016 News-ები

5 მნიშვნელოვანი წესი თუ როგორ უნდა გაატაროთ შვებულება მამაკაცთან ერთად

5 მნიშვნელოვანი წესი თუ როგორ უნდა გაატაროთ შვებულება მამაკაცთან ერთად

1. დაიწყეთ შაბათ-კვირით
თუ დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ და თქვენი შეყვარებული ერთად ხართ, არ ღირს წახვიდეთ ერთად 2 კვირის განმავლობაში. პირველად საკმარისია მოიწყოთ რომანტიკული შაბათ-კვირა. როდესაც თქვენ იგრძნობთ, რომ მასთან მზად ხარ იცხოვროთ ერთ ჭერქვეშ, მაშინვე დაჯავშნეთ სასტუმრო დიდი ხნით.

2. განიხილეთ ბიუჯეტი
შეიძლება მიჩვეული ხართ დედოფალივით დასვენებას. სანამ ჩაალაგებთ ჩემოდნებს და გასამგზავრებლად მოემზადებით ერთად განიხილეთ რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ ყოველდღე.

3. მოამზადეთ ერთად მგზავრობის გეგმა
თქვენი გეგმები შესაძლოა განსხვავებული იყოს ამიტომაც კარგი იქნება, თუ თავიდანვე დასხდებით და შეადგენთ გეგმას თუ რა უნდა გააკეთოთ. ეცადეთ აარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი ორივესთვის-იმისთვის, რომ მას არ მოსწყინდეს.

4. უარი თქვით მეგობრების თან წაყვანაზე
თუ თქვენი შეყვარებული შემოგთავაზებთ მეგობრების თან წაყვანას, დაფიქრდით სანამ დათანხმდებით. მეგობრები-ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მათთან გაერთობით, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა შეყვარებულმა მეტი ყურადღება მათ დაუთმოს და ერთად დროსაც ნაკლებად გაატარებთ.

5. არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე
ეცადეთ მთელი მოგზაურობის მანძილზე ყურადღება არ მიაქციოთ დეტალებს, ყველაფერს ოპტიმიზმით შეხედეთ და დამერწმუნეთ თქვენი არდადეგები იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე წარმოგიდგენიათ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა