თეგებით ძიება
13. 08. 2016 News-ები

კახეთში ტურისტი ქალი მოკლეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ. ჭ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბრალდებულმა, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა