თეგებით ძიება
13. 08. 2016 News-ები

აჭარაში არჩევნებში 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს

აჭარაში არჩევნებში რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო კომისიაში განცხადებების შეტანის ვადა გუშინ, 18:00 საათზე ამოიწურა. უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის 28 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს. 20 პარტია ამ დროისთვის რეგისტრირებულია, ხოლო 8 პარტია არის რეგისტრაციის პროცესშია.

აჭარის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის არჩევნებში რეგისტრირებული იყო 7 პოლიტიკური პარტია, 2008 წელს - 6, ხოლო 2004 წელს - 10 პარტია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა