თეგებით ძიება
15. 08. 2016 News-ები

"ჩემი პარტიის შესახებ გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დასაწყისი იქნება"

"ჩემი პარტიის შესახებ გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დასაწყისი იქნება," - ასე პასუხობს ლადო ბედუკაძე მისი პოლიტიკური მოძრაობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს. პარტია ცენტრისტების ერთ-ერთი ლიდერი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აფიქსირებს საკუთარ პატივისცემას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამბობს, რომ ყოფილ პრემიერთან კონტაქტი დიდი ხანია არ ქონია.

“თუ ისინი მოითხოვენ აკრძალვას, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ მოხდა, როდესაც აკრძალეს კომუნისტური პარტია, ისიც შეცდომა იყო, კომუნისტური პარტიის აკრძალვამ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა. არსებობს ორი ადამიანი, ერთი ადამიანი, პირველი უწმინდესი და უნეტარესი, ვის აზრსაც დავეკითხები და ვის რჩევას გავითვალისწინებ და მეორე არის დღევანდელი ქართული რეალობის შექმნილი, ეს არის ბატონი ბიძინა. თუ ბატონ ბიძინას ექნება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და გავითვალისწინებთ მის აზრს,“ - განაცხადა პარტია ცენტრისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა