თეგებით ძიება
23. 09. 2016 News-ები

დავით უსუფაშვილი ძველ წერილს ასაჯაროებს

“ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში“ - ასე აფასებს არსებულ ვითარებას დავით უსუფაშვილი გუშინ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც მან თვეების წინ მიწერა ყოფილ და მოქმედ პრემიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან.

„სასწრაფოდაა გადასაწყვეტია კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. თუ ძალაშია კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ. თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ. შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებლის რესურსი. ორივეს გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ,“ წერია წერილში, რომელიც 2016 წლის 11 მარტით თარიღდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც თავად განაცხადა, ეს წერილი ბოლო პერიოდში ყოფილი პრემიერისა და ქართული ოცნების მხრიდან მისი მისამართით გახშირებული კრიტიკის საპასუხოდ გაასაჯაროვა.

„ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა ჩემზე და რესპუბლიკელებზე ყველა შესაძლო ტიპის უარყოფითი ეპითეტების დახარჯვა, მე სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვამცნო სიმართლე. როდესაც ის ამბობს, რომ პინკ პონკი არ უნდა, მე ვამბობ, რომ ცალ კარში თამაშზე არ ვარ თანახმა, რომ ცალ კარში არტყას პენალტები, ისე თითქოს არავინ და არაფერი არსებობს ამ ქვეყენაში და კითხვაზე პასუხს არ გასცემს,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფშვილი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები, ყოველდღიურად იემორებენ ბრალდებებს მისი მისარმართით.

"დღეს ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, რადგან არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!" - წერს უსუფაშვილი.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა