რუსეთის ფედერაციაში უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა - პუტინი
კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შრომის ბაზარზე დადებითი ტენდენციები ვლინდება.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთის მასშტაბით უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე რჩება.
"უმუშევრობა რეკორდულ დაბალ დონეზე - 2.4%-ზეა, ხოლო 25 წლამდე ახალგაზრდებში 9%-მდე შემცირდა. უმუშევრობა უკვე მესამე თვეა, რაც რეკორდულად დაბალ დონეზეა ეს მაჩვენებელი“, - თქვა პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრის.