თეგებით ძიება
23. 09. 2016 News-ები

ხიდაშელის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტია” ივანიშვილის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე გაჩუმებას არ აპირებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტია” ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე გაჩუმებას არ აპირებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით უსუფაშვილის წერილშიც არის საუბარი, რომ ”ქართულ ოცნებასთან” ”გაყრა” ყოფილიყო ცივილიზებული და ევროპული.

”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს კამპანია ამ ტონალობაში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი მაშინაც და ამ წერილში ამაზეც არის საუბარი, რომ ჩვენ, პირადად დათო დაინტერესებული ვიყავით, რომ გაყრა ყოფილიყო ცივილიზებული, ევროპული. მოსახლეობასთან გვესაუბრა პენსიებზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ევროატლანტიკურ სივრცეზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და არა იმ რეჟიმში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ვინაიდან მოვისმინეთ წარმოუდგენელი, შეურაცხმყოფელი ბრალდებები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩუმდეთ”, - განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა