თავდასხმა დამკვირვებლებზე
პოლიციას და ცესკოს აკრიტიკებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 8 ოქტომბერს არჩევნებს აკვირდებოდნენ. დღეს მათ ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.
არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა და საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება არჩევნებისას დამკვირვებლებზე მომხდარი თავდასხმების გამო და მომავალში უზრუნველყონ უსაფრთხოება.