თეგებით ძიება

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ავიაკომპანია Edelweiss, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

„ციურიხი სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ამ მიმართულებით აქამდე ფრენები ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა. ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა