თეგებით ძიება
21. 10. 2016 News-ები

NDI მოუწოდებს ოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება

NDI-ის შეფასებით, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემური საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, მომავალი არჩევნები, ასევე, მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს.

„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს. თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე, მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ“, - ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში.

NDI მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება.

„არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები.

„ცესკომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ. ცესკოს მონაცემებით, კომისიებში 1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ბევრი მათგანი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობებს და ბალანსის არარსებობას ეხება, მათ შორის იყო შემთხვევები, როცა მიღებული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატება ან პირიქით; საჩივრები შედეგების გაბათილებას, ხელახალ გადათვლას, დისციპლინარულ ქმედებას, ან სხვა ზომების გატარებას მოითხოვდა. დღეის მდგომარეობით, ცესკომ 600-ზე მეტი დისციპლინარული სანქცია გამოიყენა და 10 უბანზე შედეგები ბათილად ცნო, საიდანაც 4 უბანში განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. თუმცა, საიას დაკვირვებით, საჩივრების დაკმაყოფილება იშვიათად ხდებოდა. არჩევნებში, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში მანდატების მიღების საკითხი ხმების ძალიან მცირე რაოდენობამ შეიძლება გადაწყვიტოს, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ამ საჩივრების განხილვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღების, ღიაობისა და თანმიმდევრულობის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა