თეგებით ძიება
31. 10. 2016 News-ები

ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან. (სტატუსები)

1.მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს
2.თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
3.თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო
4.ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.
5.თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო
6.ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს
7.ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული
8.ნუ გგონია ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რადგანაც გულიდან წამოსული ცრემლები თვალებამდე არასოდეს აღწევს
9.ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში.
10.ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა