თეგებით ძიება
03. 06. 2024 მსოფლიო

ისრაელის მოქალაქეებს მალდივების ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდებათ

ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ინდოეთის ოკეანეში მდებარე მალდივებზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია, ისრაელის მოქალაქეებს მოგზაურობის უფლება შეეზღუდებათ. 

გადაწყვეტილება კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავრობამ მიიღო. კვირას, 2 ივნისს, მალდივების პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა კანონის ცვლილება ისრაელის მოქალაქეებისთვის, კერძოდ, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მიზნით. პროცესის გასაკონტროლებლად შეიქმნება სპეციალური ქვეკომიტეტი.

ისრაელის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მალდივების მიმართულებით მოგზაურობისგან, ხოლო მათ, ვინც ამჟამად მალდივებზე იმყოფება, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

როგორც NBC News-ი წერს, გასულ წელს მალდივებს დაახლოებით 11 000 ისრაელის მოქალაქე ეწვია, რაც ვიზიტორების 0.6%-ს შეადგენს.

წყარო: ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა