პრეზიდენტი გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს. მან დღეს ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
"საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი. თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის.