თეგებით ძიება

"მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს, იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს" - რამდენიმე დღეში ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია

7 ნოემბერს 12:00 საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია.

ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს.

"პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება.

„აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოჰყვება დეტალურად ყველაფერს“, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

37 წლის მსახიობი და მოდელი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს.

მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა