პრინც ჰარის რომანი აქვს მეგან მარკლთან
პრინც ჰარის ისევ მიაწერენ კიდევ ერთ რომანს. დასავლური მედია იუწყება, რომ ბრიტანეთის პრინცი ხვდება სერიალ \'\'ფორს-მაჟორის\'\' ვარსკვლავ მეგან მარკლს.
თუ პრესას დავუჯერებთ 32 წლის ჰარიმ და 35 წლის მეგანმა ერთმანეთი გაიცნეს ამ წლის მაისში ღია თამაშზე Invictus Games. ჰარის და მეგანს აშკარად ყველაფერი სერიოზულად აქვთ. წყაროები იუწყებიან, რომ პრინცი ბედნიერია ისე, როგორც არასდროს.
\'\'ის არ იყო ასეთი ბედნიერი უკვე რამდენიმე წელია. ისინი საუბრობენ ყოველ კვირას და უბრალოდ ტკბებიან ერთმანეთით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთმანეთი მოსწონთ და არსბობს მათ შორის რაღაც ქიმია.\'\'
წყაროს თქმით, მეგანი და ჰარი მას შემდეგ დაუახლოვდნენ ერთმანეთს რაც აფრიკაში იყვნენ: \'\'ჰარიმ გაატარა იქ თითქმის სამი კვირა გასულ ზაფხულს, ის სპილოებს ეხმარებოდა, ხოლო მარკლი მუშაობდა ადვოკატად გაეროში გენდერული თანასწორობის საკითხზე.\'\'
თვითონ ჰარი და მეგანი თავიანთი რომანის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი