ძლიერი აფეთქება ვარკეთილში
ამ დრომდე კრიტიკულია 22 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც საცხოვრებელ ფართად გადაკეთებული ავტოფარეხის აფეთქებისას მძიმედ დაშავდა. მომხდარის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების ფანჯრები ჩაიმსხვრა. დაზარალებული, რომელიც სომხეთის მოქალაქეა და ვარკეთილში ქირით ცხოვრობდა, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში სხეულის მძიმე დამწვრობით შეიყვანეს.