"ზორიას" თავკაცი: ჯაბა ლიპარტიას დასვენების საშუალება მივეცით
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში "ზორიასა" და "ზირკას" მატჩში (2:1) არ უთამაშია "ზორიას" ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას.
ჩვენებური, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ნაკრების გაფართოებულ სიაში დაასახელა, განაცხადში საერთოდ არ იყო, რაც მოულოდნელია.
მატჩის შემდეგ "ზორიას" თავკაც იური ვერნიდუბს ლიპარტიას უთამაშებლობაზე დაეკითხნენ:
"ჯაბა ლიპარტიას დასვენების საშუალება მივეცით. ჩვენ საკმაოდ მძიმე გრაფიკი გვაქვს, ჩემპიონატი, ევროპალიგა... ამიტომ აუცილებელია როტაცია, ყველამ უნდა ითამაშოს. ამას ვერაფრით ავცდებით".
შეგახსენებთ, რომ "ზორია" 29 ქულით მე-2 ადგილზეა, კიევის "დინამოს" ორი ქულით უსწრებს. ჯაბა ლიპარტიამ ამ სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხუთშაბათს "ზორია" ჰოლანდიურ "ფეიენოორდს" მასპინძლობს.
წყარო: sportall.ge