პრინც ჰარისა და მეგან მარკლის რომანი
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია, რომლებმაც მოახერხეს წყაროებისგან შეეტყოთ, რომ შეყვარებულები ოთხი თვის განმავლობაში მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას. ერთ-ერთმა წყარომ დაიწყო იმაზე საუბარი თუ როგორ დაიწყო ბრიტანეთის პრინცის ახალი რომანი.
\'\'თავიდან ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ და ყოველდღე ჰქონდათ კომუნიკაცია-მხოლოდ ამის შემდეგ მათ შორის გაჩნდა რომანტიკული ურთიერთობა.\'\'
-განაცხადა წყარომ
მან დააზუსტა, რომ ჰარი და მეგანი ივლისის დასაწყისში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ სოჰო ჰაუზში, ლონდონში, რის შემდეგაც ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ამის შემდეგ მეგანი გახდა მისი ხშირი სტუმარი კენსინგტონის სასახლეში.
\'\'ერთ-ერთი პირველი, რამაც ისინი დაახლოვა, მეგანის ძაღლია, რომელიც მან თავშესაფრიდან წამოიყვანა. ჰარის მოსწონს, რომ ის მზრუნველი ადამიანია და დაკავებულია ქველმოქმედებით.\'\'
-განაცხადა წყარომ
მეგანის წინა ურთიერთობის შესახებ ის არის ცნობილი, რომ იგი დაქორწინებული იყო ტრებორ ენგელსონზე, რომელსაც 2013 წელს დაშორდა 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. ამის შემდეგ ის ხვდებოდა კანადელ რესტავრატორ კორი ვიტელოს. პრინც ჰარის შეყვარებული 2004-2009 წლებში იყო ჩესლი დეივი, ხოლო 2013 წლის გაზაფხულზე მან დაიწყო შეხვედრები კრესიდა ბონასთან, რომელსაც 2014 წელს დაშორდა.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი