თეგებით ძიება
02. 11. 2016 News-ები

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმში არასაკმარისი კალციუმია: გამაფრთხილებელი ნიშნები

ნორმალური ცხოვრებისთვის ადამიანს სჭირდება სხვადასხვა ვიტამინი და მინერალი. ნებისმიერი ნივთიერების ნაკლებობის შემთხვევაში ვითარდება სხვადასხვა დაავადება.

კალციუმის დეფიციტის ნიშნები
თქვენ იცოდით, რომ კალციუმს ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ საკვების სახით? თუ ორგანიზმი არ იღებს საკმარისი ოდენობის კალციუმს, მაშინ ადამიანს ექმნება ძვლებისა და სახსრების პრობლემები.
1. მტვრევადი ფრჩხილები, ძვლები და თმა. თმა ხდება მშრალი და გვცვივა. ფრჩხილები ნელა იზრდება, ხოლო მოტეხილობები ოდნავი დაზიანებისას ჩნდება.
2. კბილების მდგომარეობა, რომლებიც ყველაზე ძალიან ზიანდება ამ მინერალის უკმარისობის დროს.
3. ნერვულის სისტემის მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც განიცდის კალციუმის დეფიციტს არის უფრო ნერვიული და მალე იღლება.
4. ბავშვებში მინერალის არასაკმარისი რაოდენობა იწვევს ზრდის შენელებას.

როგორ აღვადგინოთ ჩვენს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა
ის პროდუქტები, რომლებშიც შედის კალციუმი აუცილებელია, რომ მიირთვათ D ვიტამინთან ერთად, რადგან ასე ის უფრო კარგად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ასევე ის ფოსფორის კარგი მეზობელია.
რძე და რძის პროდუქტები: ხაჭო, კეფირი, ყველი, არაჟანი, იოგურტი.
ციტრუსი: ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფურტი
ზღვის პროდუქტები: როგორიცაა სარდინი, ორაგული
ის შედის ხილსა და ბოსტნეულში: კომბოსტო, ალუბალი, შავი ჟოლო
აღსანიშნავია, რომ ცხიმი ანელებს კალციუმის შთანთქვის პროცესს, ხოლო გაზიანი სასმელები დევნიან მას ძვლებიდან.

პეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა