ჩემი ნატვრა
არ მანებებენ თავს ეს სიზმრები,
შენ ვერ გაიგე ჩემი სიტყვები,
ჩვენ ხომ დღეიდან ვეღარ ვიქნებით,
ვეღარ დავხატავ ჩემი ფიქრებით,
შენ ხომ წახვედი წაგყვა ფიქრებიც,
ვერ დავინახავ იმ ლამაზ სახეს
მე ვერ შევხედავ იმ სილამაზეს,
რომელიც ყოველთვის, აქვე თან დამსდევს
აღარ გაჩუქებ მე აწი ვარდებს,
და ვეღარც ვირბენთ წვიმაშ ამდენს,
აღარ შეგისვამ დღეიდან ზურგზე,
მე ხომ ერთს გთხოვდი მხოლოდ სიყვარულს,
და თუ არ გინდა შენ ჩემო კარგო,
სულ დამივიწყე შორსაც წასულხარ,
წასულხარ ჩემგან, გადაკარგულხარ,
შენ ხომ იპოვი შენს ახალ მონას,
და შეგისრულებს შენ ყველა თხოვნას,
ღმერთი გფარავდეს ეგ მინდა მარტო,
მეტს ჩემი გული, ვეღარ ნატრობს.
წყარო: poezia.in