თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1277024272362510
03. 11. 2016 News-ები

ხელჩართული ჩხუბი არმატურებით და ნაჯახებით

ხელჩართული ჩხუბი არმატურებით და ნაჯახებით. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მოხდა. შემთხვევა ჩინურ კომპანია ჩინეთის 23-ე ბიუროს ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ცნობილია ჩხუბის მიზეზი ადგილობრივების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, მოსახლეობასთან სიტყვიერი კამათი ჩინური კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაიწყო, რასაც შემდეგ ამავე კომპანიის ქართველი თანამშრომლები გამოეხმაურნენ.

სიტყვიერი კამათი რკინიგზის პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი ჩხუბი გვიან ღამით მოხდა და 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა