ახალსოფელში მეწყერმა საფრთხე სამ ოჯახს შეუქმნა
სტიქიის შედეგებს ებრძვიან აჭარაში. ახალსოფელში მეწყერმა საფრთხე სამ ოჯახს შეუქმნა. ნაკაშიძეების ეზოში მიწის მასა წუხელ მოწყდა. დაბზარულია სახლის კედლები, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთი და ხეხილი. ჩახერგილია გზაც, რამაც 4 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
ოჯახები დახმარებას და გასახლებას ითხოვენ. ადგილზე გეოლოგები და ადგილობრივი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ოჯახების გასახლების საკითხი გეოლოგების დასკვნაზეა დამოკიდებული.