ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია
ახალ ზელანდიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქია სამხრეთ კუნძულს დაატყდა თავს. ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან, კრაისტჩერჩიდან 95 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, კრაისტჩერჩი ჯერ კიდევ 2011 წლის მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, რომლის დროსაც 185 ადამიანი დაიღუპა.